თუ თქვენ წარმოადგენთ ფიზიკურ პირს, საჯარო დაწესებულებას, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს ან ინდივიდუალურ მეწარმეს და თქვენი წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, თქვენ შესაძლოა კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევისათვის, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მიიღოთ გაფრთხილება ან ჯარიმა 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით (რამდენიმე დარღვევის არსებობისას ჯარიმის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს 10 000 ლარამდე) 

ხოლო თუ თქვენი წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, ჯარიმის რაოდენობაც პროპორციულად იზრდება და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე 10 000 ლარსაც კი აღწევს (ხოლო რამდენიმე დარღვევის არსებობისას 20 000 ლარს). 

რისთვის შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმა?

  • ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელება კანონის წესების დარღვევით,
  • მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობა,
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა და სხვა.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაუგვიანეს 4 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია − არაუგვიანეს 4 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. 

ზემოაღნიშნული სანქციებისგან თავის არიდება მხოლოდ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობით არის შესაძლებელი, რაშიც ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ. დამატებითი ინფორმაციისათვის, ასევე საქმის გარემოების შეფასებისა და ხარისხიანი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით, დაგვიკავშირდით.

 

Share
go top