403415181_733967398154236_3588451860313014208_n
ზინაიდა ჩხაიძე
დამფუძნებელი პარტნიორი

ზინაიდა ჩხაიძე „ფიელსი ქონსალთინგის“ დამფუძნებელი პარტნიორია. მას აქვს საჯარო თუ კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სსიპ - აწარმოე საქართველოში, სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოში (დღეს, სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შედეგად, მას აქვს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება განათლების სამართლის, მეწარმეობის, გარემოსდაცვითი სამართლის და კონკურენციის სამართლის მიმართულებით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზინაიდა მუშაობდა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით, სადაც იგი აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე პოლიტიკის დოკუმენტების (სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები, კონცეფციები) მომზადების პროცესში. 

ზინაიდა, ასევე მუშაობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და სეტანტა სპორტსში. სეტანტა სპორტსში იგი პასუხისმგებელი იყო კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი. 

გარდა ამისა, ზინაიდას საქმიანობა მოიცავს კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ამასთან, ზინაიდას აქვს არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გამოცდილებაც, კერძოდ, იგი მრავალი წლის განმავლობაში, კლიმატის ცვლილების საკითხებზე, თანამშრომლობდა მდგრადი განვითარების ცენტრ „რემისიასთან“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ზინაიდას აქვს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის და თანმდევ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება. კერძოდ, იგი იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში). ამ თანამშრომლობის შედეგად, დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში.

ზინაიდა, გარდა ქართული (მშობლიური) ენისა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

განათლება

  • რადბაუდის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები, LL.M ევროკავშირის სამართალში (ბიზნეს სამართალი) (2016)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი (2011)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი (2009)
go top