თეონა წარმოადგენს „ფიელსი ქონსალთინგის“ დამფუძნებელ პარტნიორსა და დირექტორს. მას გააჩნია იურიდიულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ისეთი წარმატებული ქართული და საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, როგორიც არის სეტანტა სპორტსი, აჭარასპორტი, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი და სხვა.
თეონას სამუშაო გამოცდილება ფარავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, კორპორატიულ სამართალს, სახელშეკრულებო და შრომით სამართალს, ინტელექტუალური საკუთრების სამართალსა და საგადასახადო სამართალს. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ფლობს ადვოკატის ლიცენზიას სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
მისი კარიერის მანძილზე თეონამ წარმატებით იმუშავა ისეთ ტრანზაქციებზე როგორიც არის უეფას ჩემპიონთა ლიგა (UEFA Champions League), NBA, ინგლისის პრემიერ ლიგა (English Premier League), ფორმულა 1 (Formula 1), უიმბლდონი (Wimbledon), ATP, WTA და სხვა მსგავსი სპორტული ლიცენზიები.
თეონას პროფესიული საქმიანობა ფარავს როგორც საქართველოს, ასევე ისეთ ტერიტორიებს როგორიც არის უკრაინა, ფილიპინები, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა. მას გააჩნია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე მუშაობის გამოცდილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით თეონას პროფესიული კვალიფიციკაცია დასტურდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Privacy Professionals) მიერ გაცემული სერტიფიკატით - CIPP/E Certificate.
International Association of Privacy Professionals წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხის გაზრდას. ასოციაციის მიერ შემუშავდა სასერტიფიკაციო პროგრამა CIPP - Certified Information Privacy Professional, რომლის წარმატებით დაძლევის საფუძველზე მიღებული სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის მაღალკვალიფიციურობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. CIPP სასერტიფიკაციო პროგრამა აკრედიტებულია ANSI National Accreditation Board (ANAB)-ის მიერ ISO 17023:2012 სტანდარტის შესაბამისად და მას, ამ ეტაპზე, მსოფლიოში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, ანალოგი არ გააჩნია.
როგორც უკვე აღინიშნა, თეონა ფლობს CIPP/E სერტიფიკატს, რაც იმის დასტურია, რომ თეონას კვალიფიკაცია და ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, აღიარებულია ევროპის მასშტაბით.
ამდენად, დასაბუთებულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თეონა, „ფიელსი ქონსალთინგის“ გუნდთან ერთად, იქნება თქვენი საიმედო მეგზური პერსონალური მონაცემების დაცვის სამყაროში.
განათლება
სერთიფიკატები