Tamar Makhatadze (1) (1)
თამარა მახათაძე
დამფუძნებელი პარტნიორი | დირექტორი

თამარა წარმოადგენს ფიელსი ქონსალთინგის დამფუძნებელ პარტნიორსა და დირექტორს. მას გააჩნია იურიდიულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ისეთი წარმატებული ქართული და საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, როგორებიცაა სოფტსვისი, ევრო გეიმს ტექნოლოჯი (EGT), სეტანტა სპორტსი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა. 

თამარას სამუშაო გამოცდილება ფარავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალს, კორპორატიულ სამართალს, სახელშეკრულებო და შრომით სამართალს, საერთაშორისო სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალსა და საგადასახადო სამართალს; აქვს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მისი კარიერის მანძილზე თამარამ წარმატებით იმუშავა აზარტული და მომგებიანი თამაშობების ლიცენზიებსა და ნებართვებზე, სპორტულ ლიცენზიებსა და არხის დისტრიბუციის ხელშეკრულებებზე, KYC&AML პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაზე, ასევე იყო წარმომადგენელი რამდენიმე ასეულ სასამართლო პროცესსა თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზეპირი მოსმენის სხდომაზე.

თამარას პროფესიული საქმიანობა ფარავს როგორც საქართველოს, ასევე ისეთ ტერიტორიებს როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, მალტა და ევროკავშირის სხვა ქვეყნები, ასევე აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და სხვა. მას გააჩნია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე მუშაობის გამოცდილება.

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი (2017)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი (2015)
go top