პერსონალური მონაცემების დაცვა - გამოწვევა და შესაძლებლობა
ციფრულ ეპოქაში, სადაც მონაცემები გახდა ბევრი ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალა, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, მთავრობები შეიმუშავებენ ახალ რეგულაციებს, ადგენენ ახალ ვალდებულებებს და ცდილობენ შექმნან ამ რეგულაციების აღსრულების ჯეროვანი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული მექანიზმები, მათ შორის, ხაზგასასმელია საკმაოდ დიდი ფინანსური სანქციები.
პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების განზრახ თუ გაუფრთხილებელმა დარღვევამ კომპანიას შეიძლება მიაყენოს არამხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, არამედ, რეპუტაციული ზიანიც, ეს უკანასკნელი, კი, არანაკლები საფრთხის შემცველი და ფინანსური ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კომპანია ძლიერი კონკურენტებით გაჯერებულ ბაზარზე საქმიანობს.
მეორე მხრივ, კი, პერსონალური მონაცემების ჯეროვანი დაცვა, კომპანიისთვის, შეიძლება ზრდის და განვითარების შესაძლებლობად იქცეს.
ამდენად, პერსონალური უფლებების დაცვითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებით, თქვენ, პირველ რიგში, საკუთარ ბიზნესს და ეკონომიკურ ინტერესებს იცავთ.

ჩვენი სერვისები
ფიელსი ქონსალთინგი - საიმედო მეგზური
პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში პროფესიონალების მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია. სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა „ფიელსი ქონსალთინგი“, რომელიც საიმედო მეგზურობას გაგიწევთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამყაროში.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენს კლიენტებს შემდეგ მომსახურებას ვთავაზობთ:
სამართლებრივი აუდიტი
დაწესებულებაში/კომპანიაში არსებული, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული პროცესებისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დასკვნის/ანგარიშის მომზადება, მათ შორის გამოვლენილ ხარვეზებსა და ამ ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე.
მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება
მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელებაში მონაწილეობა და შეფასების დოკუმენტის შედგენა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
აღნიშნული მომსახურება გულისხმობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურების გაწევას.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
დოკუმენტაციის შედგენა
პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის აუცილებელი, შიდაორგანიზაციული დოკუმენტების და ხელშეკრულებების შექმნა.
ტრენინგები
დასაქმებულთა გადამზადების ან/და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგის ჩატარება სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით.