კურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებახალმა კანონმა, სხვა სიახლეებთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საჭიროებაც გააჩინა. კანონითვე განსაზღვრული, ოფიცრის უფლებამოვალეობებისთვის თუ ერთხელ მაინც გადაგივლიათ თვალი, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ პერსონალურ მონაცემთა ოფიცერს კომპანიის საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მიგვაჩნია, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობის წარმატებით შესრულებისათვის, პერსონალურ მონაცემთა ოფიცრის პოზიციაზე დანიშნულმა პირმა სიღრმისეულად უნდა იცოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები

სწორედ ამ მიზნით, PLC Consulting გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსს.

თუ უკვე შერჩეული გყავთ თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისთვის, მაგრამ გსურთ მან მეტი იცოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ან თუ ხართ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით დაინტერესებული და გსურთ თქვენი პროფესიული საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშიროთ, მაშინ არ გამოგრჩეთ ეს შესაძლებლობა.

კურსის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებით საკითხებს.

თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ერთობლიობა, კი, საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ მთავარ მიზანს კურსის მონაწილეებს დავეხმაროთ ჯეროვნად განახორციელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობა.

კურსს გაუძღვებიან PLC Consulting-ის დამფუძნებლები: თამარა მახათაძე, თეონა თოდუა და ზინაიდა ჩხაიძე.

კურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 1200 ლარს. კურსში მონაწილეობის საფასურზე ვრცელდება კორპორაციული პირობები

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამოცდის საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით

ტელ: +995 505 05 46 99
ელ. ფოსტაinfo@plcconsulting.ge

Course Details

680
  • დაწყების თარიღი: 1 ივნისი
  • კურსის ხანრგძლივობა: 12 დღე

დარეგისტრირდი

    go top