ჩვენ შესახებ

ჯერ გაჩნდა პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა
ციფრულ ეპოქაში, სადაც მონაცემები იქცა ბევრი ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად, სახელმწიფოების მხრიდან, ახალი რეგულაციებისა თუ ვალდებულებების შემოღების გზით, მზარდი ყურადღება ექცევა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს. შედეგად, სულ უფრო მეტ კომპანიასა თუ უწყებას უჩნდება საქმიანობის პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვის ვალდებულება.

შემდგომ - საკონსულტაციო კომპანიის შექმნის საჭიროება
აღნიშნულის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების დაცვის და ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კონსულტაციების გაწევის მიზნით, 2023 წელს შეიქმნა საკონსულტაციო კომპანია „ფიელსი ქონსალთინგი“.

ჩვენი პრიორიტეტი იურიდიული პირების საქმიანობის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის უზრუნველყოფაა. ხოლო ის ფაქტი, რომ კომპანია მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში საქმიანობს, მას გამორჩეულ ადგილს უმკვიდრებს სხვა საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

„ფიელსი ქონსალთინგი“ - საიმედო მეგზური
„ფიელსი ქონსალთინგში“ თავს ვუყრით საქართველოსა თუ ევროპაში მიღებულ იურიდიულ განათლებას, ასევე იურისტად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას საჯარო თუ კერძო სექტორში. ეს ყოველივე, კი, თავის მხრივ, აისახება კომპანიის ღირებულებებში, პროფესიონალიზმში, საქმისადმი დამოკიდებულებასა და კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომებში. 

ამიტომ, გვჯერა, რომ „ფიელსი ქონსალთინგი“ მალე გახდება თქვენი შეუცვლელი მეგზური პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევებით სავსე სამყაროში.

go top